ეროვნული ლიგა. XXIV ტური: "დილამ" "სამტრედიას" ლეგიონერების გოლებით სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "დილამ" 5:3 დაამარცხა "სამტრედია".

ხაზგასასმელია, რომ ორივე გუნდის დაცვამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ეს ანგარიშშიც აისახა.

"სამტრედიაში" სადებიუტო მატჩში მისი ახალი მწვრთნელი გიორგი დარასელია თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა.

მივყვეთ ქრონოლოგიურად.

პირველ ტაიმში კომბინაცია რიბეირომ და კოვტალიუკმა გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა. ეს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე კოვტალიუკის მე-12 გოლი და რიბეიროს მე-11 საგოლე გადაცემა იყო.

შესვენების შემდეგ უკვე კოვტალიუკის შეტევისას რიბეირომ გაუტანა პოგორილის გოლი. თუმცა, გორელებმა მალე გაქვითეს ერთი ბურთი - თავი ტუღუშმა გამოიჩინა.  აღსანიშნავია, რომ
გოლი საჯარიმოს მისადგომებთან რიბეიროს დაშვებულ შეცდომას მოჰყვა.

72-ე წუთზე რიბეირომ ისარგებლა მეტოქის შეცდომით, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და დუბლი შეასრულა.

შეცვლაზე შესული ერისთავი მე-80 წუთზე მცველებს გაექცა, მეკარემ წაქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

83-ე წუთზე კი ლიპარტიას შორიდან თითქოს უხიფათოდ დარტყმული ბურთი გუგეშაშვილმა ვერ დაიჭირა და 3:3.

კომპენსირებულ დროში ჯუფმა თავურით გოლი გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაზე მისი პირველი გოლია.

ამის შემდეგ "სამტრედია" მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, ზურგი მოუშიშვლდა, კონტრიერიშზე პოგორილისთან პირისპირ ერთბაშად სამი გორელი ფეხბურთელი გავიდა და კოვტალიუკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სამტრედია - დილა 5:3
გოლები: 0:1 მიკოლა კოვტალიუკი (28), 0:2 ლეანდრო რიბეირო (47), 1:2 ბექა ტუღუში (60), 1:3 ლეანდრო რიბეირო (72), 2:3 გიორგი ერისთავი (80, პენ), 3:3 ჯაბა ლიპარტია (83), 3:4 გაირა ჯუფი (90+2), მიკოლა კოვტალიუკი (90+5)

სამტრედია (4-1-3-1): სერგეი პოგორილი, გიორგი გურული, ოლეგ მამასახლისი, იგორ კოშმანი (გიორგი ერისთავი 71), ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე (კ) (ავთო ენდელაძე 53), გიორგი ჯგერენაია, ლაშა კუჭუხიძე, ჯემალ გოგიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ნოდარ ქავთარაძე (გიორგი კორიფაძე 74), გოგიტა გოგუა (გაირა ჯუფი 87), ლევან ნონიკაშვილი (კ), მიკოლა კოვტალიუკი, ისიფუ ლემპტი (დავით რაჟამაშვილი 61), ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის მყოლი სამტრედია გულშემატკივრის გარეშე დარჩა. რიგით სამტრედიელ გულშემატკივარს უკვე დიდი ხანია ჩაქნეული აქვს ხელი გუნდზე და არ დადის თამაშებზე, ეხლა უკვე ოფიციალური ფანკლუბი ,,მტრედებიც" აღარ დაესწრო სამტრედიის თამაშს. მოკლედ გუნდის უნამუსო ხელმძღვანელობისთვის ყველაფერი სულერთია ოღონდ ფული დაანახე მაგათ და ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდიათ, ვერ ელევიან მაღალ ხელფასების ,,ბატონო" შალამბერიძე და მისი არაკომპეტენტური და არაპროდესიონალი ქალიშვილი (ეგრედწოდებული პრესსამსახურის უფროსი). ჟურნალისტებს გთხოვთ იქნებ დაგვიდგინოთ მართლა დატოვა თუ არა გუნდი მისმა მძღოლ-პრეზიდენტმა კიდევ ერთმა ,,გენიამ" ომანაძემ.
samtrediidan
10:00 15-09-2018
0
სამარცხვინოა სამტრედიის თამაში ასეთი სუსტი გუნდი ჯერ არ ყოლიათ. ეს არასწორი მიდგომის ბრალია და ფაქტიც სახეზეა.სამტრედიელი გულშემატკივარი ამას არ იმსახურებს. დარასელიას მოყვანით ხომ საერთოდ ყველაფერს ხაზი გადაუსვევს. შაშიაშვილი არ ყოფილა ძლიერი მწვრთნელი მისგან უფრო მეტს ველოდით მოგებული თამაში ლამის ძალით წააგო!!!
dragonfly
09:12 15-09-2018
0

სიახლეები პოპულარული