თბილისის "დინამომ" 22 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 22 წლის ნიგერიელი მცველი ლუქმან გილმორი დაიმატა.

გილმორი "დინამო" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გილმორი ბოლო რამდენიმე კვირა "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობდა. კახი კაჭარავა და სამწვრთნელო შტაბი მას დააკვირდება და სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი შესაძლოა გახანგრძლივდეს.

გილმორი ნიგერიული "ლაგოსის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ "სტოკ სიტის" აკადემიაში ასპარეზობდა. გამოდიოდა ნიგერიის 17 და 23 წლამდე ნაკრებებში, საქართველოში კი ხონის "იმერეთში" უთამაშია.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უნდა გამოადგეს ბურტი მგონი პირველად ნახა კაცი შესინებულია
შოთა გუგეშაშვილი
17:23 15-09-2018
2
ფიფია ვის მოიყვანდა ფარჩაკის მეტს... იქნება ტურისტი.
Status quo
16:25 15-09-2018
1

სიახლეები პოპულარული