ეროვნული ლიგა. XXIV ტური: "ტორპედომ" "ჩიხურას" 1:0 სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში "ტორპედომ" "ჩიხურა" 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი ამ მატჩში კუტალიამ მეორე ტაიმში გაიტანა - მან დოლიძის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მიწაზე დაუშვებლად მიუჩინა ადგილი ჰამზიჩის კარის ბადეში.

კომპენსირებულ დროში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ გოლის გატანა შეცვლაზე შესულ კახაბრიშვილს კვასხვაძემ არ დაანება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - ჩიხურა 1:0
გოლი: ლევან კუტალია (58)

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია (არფანგ დაფე 66), გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მარეკ ჰლინკა, მამუკა კობახიძე,
მილოშ ლაჩნი (თორნიკე კაპანაძე 83), მერაბ გიგაური (მათე ცინცაძე 72)

მთ, მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (კახა კახაბრიშვილი 75), დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დენის დობროვოლსკი (გიორგი ბუხაიძე 63), მიშიკო სარდალიშვილი (დემურ ჩიხლაძე 81)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული