ეროვნული ლიგა. XXVII ტური: დილამ დინამოს 1:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 27-ე ტურში "დილამ" "დინამოს" 1:0 სძლია.

გოლი მეორე ტაიმში გორელთა უკრაინელმა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეეძლოთ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა გუნდის მეკარე სიკაჩი, რომელმაც რიბეიროსა და კოვტალიუკს გოლის გატანა არ დაანება.

"დინამო" 55 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "საბურთალოს" 4 ქულით ჩამორჩება, "დილა" კი 48 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - დინამო 1:0
გოლი: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (74)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, გიორგი კორიფაძე, თორნიკე
გრიგალაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ლუკა რაზმაძე (კ), გოგიტა გოგუა (ამოს ნონდი 82), დავით რაჟამაშვილი (ლევან ნონიკაშვილი 65), ლეანდრო რიბეირო (პა ომრ ბაბუ 85), მიკოლა კოვტალიუკი

მთ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (კ), ლუკა ლოჩოშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია (გიორგი ზარია 85), აკაკი შულაია (გიორგი ივანიშვილი 83), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა (ბუდუ ზივზივაძე 77), მათე ვაწაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაჭარავას კოვტალუკი გუნდიდან არ უნდა გაეშვა
როლო
11:45 01-10-2018
0
იმ თამაშით, რასაც დინამო აჩვენებს, ჩემპიონობისთვის კი არა, ეროვნულ ლიგაში დასარჩენად უნდა "ჩალიჩობდეს".გამომდინარე აქედან, მასმედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ტერმინისაგან " ფლაგმანი", რადგან ფლაგმანი კი არა, არამედ დღესდღეობით შემარცხვენელი უფროა.ბოლო ტურის მატჩში გორის დილასთან
გოლი გავიდა მეკარის უხეში შეცდომის შედეგად /ეს უკვე მერამდენედ?/.დინამოს მენეჯმენტის დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ძირითად მეკარედ არ იქნა აყვანილი ლუკა გუგეშაშვილი.პირდაპირ საკვირველია, როგორ არჩევენ ან სად პოულობენ ხოლმე ასეთ უვარგის ფეხბურთელებს...
თბილისელი გულშემატკივარი
10:24 01-10-2018
1

სიახლეები პოპულარული