ეროვნულმა ლიგამ მესამე წრის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
ეროვნულმა ლიგამ მესამე წრის დასრულების შემდეგ ამ პერიოდის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელი ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი კახა ჩხეტიანი გახდა. ქუთაისის "ტორპედო" მესამე წრეში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია. ჩხეტიანის გაწვრთნილებმა 5 შეხვედრა მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.

მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი საჩხერის "ჩიხურას" თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გახდა. მიმდინარე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა მესამე წრეში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებში 4 ლეგიონერია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოიძახეთ გაბედავა ნაკრებში!!!
თემო
22:18 05-10-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული