მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელი ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი კახა ჩხეტიანი გახდა. ქუთაისის "ტორპედო" მესამე წრეში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია. ჩხეტიანის გაწვრთნილებმა 5 შეხვედრა მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი საჩხერის "ჩიხურას" თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გახდა. მიმდინარე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა მესამე წრეში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებში 4 ლეგიონერია.