ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "ჩიხურამ" ფოთში "კოლხეთს" სძლია

AutoSharing Option
5 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურის პირველ მატჩში "ჩიხურამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კოლხეთი".

თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ოდნავ უპირატესობას "ჩიხურა" ფლობდა, რომელიც ბუხაიძის გოლით დებიუტში დაწინაურდა და გაიმარჯვა კიდეც.

მოკლედ, გუნდებმა დიდი ვერაფერი სანახაობა ვერ შესთავაზეს სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს.

"ჩიხურა" 47 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი" - 13 ქულით უკანასკნელზე.

ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი - ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ბუხაიძე (3)

კოლხეთი (3-4-1-2): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლაშა ხატიაშვილი, პატერსონ კაბორე,
დავით მთივლიშვილი, კირილო დოროშენკო (ლევან კაკულია 67), სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე (კ), იმედა აშორტია (ირაკლი ფენდერავა 87)

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ირაკლი ბუღრიძე (ირაკლი ლექვთაძე 85), დემურ ჩიხლაძე (დენის დობროვოლსკი 80), მიშიკო სარდალიშვილი (კახა კახაბრიშვილი 71), გიორგი ბუხაიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული