ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" "ლოკომოტივს" 1:0 სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში "სამტრედიამ" "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა.

მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გამარჯვების გოლი კი "სამტრედიას" ცენტრალურმა მცველმა ფატიჩმა გაიტანა, რომელიც კუთხურის ჩაწოდებისას ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და ეროვნულ ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში "ლოკო" დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე, ბოლო წამზე არდაზიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე კუპატაძემ მოიგერია და თამაშიც დასრულდა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
სამტრედია - ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ივან ფატიჩი (77)

სამტრედია (5-3-2): დავით კუპატაძე, გიორგი გურული (გიორგი ფანცულაია 73), რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია,
ჯემალ გოგიაშვილი (კ), ოლეგ მამასახლისი (იგორ კოშმანი 90+2), ბექა ტუღუში, შოთა კერძევაძე, ავთო ენდელაძე, მიხაილ გორელიშვილი (ჯაბა ლიპარტია 61)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, ზურიკო დავითაშვილი, დავით სამურკასოვი, ოთარ კობახიძე, დავით ჯიქია (რატი არდაზიშვილი 68), უილიამ ჯონი (რევაზ ინჯგია 79)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული