"სამტრედია" ორმა ლეგიონერმა დატოვა

AutoSharing Option
უკრაინელი მცველები, დმიტრო ულიანოვი და ეგორ სმირნოვი "სამტრედიას" ღირსებას აღარ დაიცავენ. ფეხბურთელებმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ულიანოვი "სამტრედიას" 2018 წლის 27 ივნისს შემოუერთდა. მან გუნდის მაისურით 2 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ეგორ სმირნოვს, ფეხბურთელმა "სამტრედიასთან" კონტრაქტი 2018 წლის 25 ივლისს გააფორმა. მას მიმდინარე სეზონში 3 მატჩი სრულად ჩაატარა, 2 მატჩში კი შეცვლაზე შევიდა. მიმდინარე სეზონში მას ერთი გატანილი ავტოგოლიც უფიქსირდება, - იტყობინება "სამტრედიას" საიტი.

alt"სამტრედიამ" მიხეილ გორელიშვილი დაიმატა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული