ეროვნული ლიგა. XXIX ტური. "საბურთალომ" "კოლხეთს" უპრობლემოდ სძლია და "დინამოს" 7 ქულით გაექცა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში "საბურთალომ" "კოლხეთი" 4:1 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერმა "საბურთალომ" როგორც მოსალოდნელი იყო ადვილად სძლია აუტსაიდერ "კოლხეთს".

ამ მოგების შემდეგ "საბურთალო" მეორე ადგილზე მყოფ "დინამოს" უკვე 7 ქულით უსწრებს, თუმცა "დინამოს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - კოლხეთი 4:1
გოლები: 1:0 ელვინ ტერა (12), 2:0 გიორგი დიასამიძე (22), 3:0 გიორგი დიასამიძე (50), 3:1 ლუკა იმნაძე (53), 4:1 ვლადიმერ დვალიშვილი (74)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ
ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (ვლადიმერ დვალიშვილი 62), გიორგი დიასამიძე, გურამ გოშთელიანი (დიმიტრი ტატანაშვილი 54), გიორგი კოხრეიძე (დავით თარგამაძე 46)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

კოლხეთი (3-4-1-2): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლაშა ხატიაშვილი, დავით მთივლიშვილი, კირილო დოროშენკო, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (ლევან კაკულია 59), ვალიკო ტყემალაძე, იმედა აშორტია (სტანისლავ პრიჩინენკო 80)

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილის ნახვა გვაღირსეთ...
პეტროსი
00:48 22-10-2018
0

სიახლეები პოპულარული