ეროვნული ლიგა. XXX ტური: ხმალაძემ "სიონი" მარცხისგან ბოლო წუთზე იხსნა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს პარკი არენაზე ფოთის "კოლხეთმა" ერონული ლიგის 30-ე ტურის ფარგლებში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა დაწინაურება მეორე ტაიმში მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი მურად აფხაზავა გახდა, რომელმაც ლევან კაკულიას პასის შემდეგ გაიტანა.

"სიონმა" გათანბრება კომპენსირებულ დროში შეძლო, ლევან ხმალაძემ დავით კირკიტაძის პასის შემდეგ შეაგდო და ბოლნისელებს ქულა მოუპოვა.

ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-სიონი 1:1
გოლები: 1:0 მურად აფხაზავა (76), 1:1 ლევან ხმალაძე (90+1)

კოლხეთი. 3-4-2-1: დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, თემურ ძაძამია, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლევან კაკულია, იმედა აშორტია,
პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული