ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ჩიხურა" და "ლოკომოტივი" ფრეზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბერს, ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის 31-ე ტურში თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

"ჩიხურას" კარგი შანსი ჰქონდა, მესამეადგილოსან "ტორპედოს" დასწეოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და 4-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

"ლოკომოტივს" კი ფრემ მე-6 ადგილზე გამყარების საშუალება მისცა.

საჩხერე. ივანწმინდა
ჩიხურა-ლოკომოტივი 0:0

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, დემურ ჩიხლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, ლევან ქურდაძე,
ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა, უილიამ ჯონი, რატი არდაზიშვილი

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
საჩხერეს დარჩა სამ ლიდერ გუნთან სათამაშო სადაც გუნდს ძალიან გაუჭირდება , თუ უნდათ რომ გუნდი ოთხეულში მოხვდეს გუნდი უნდა გადაეწკოს შეტევისთვის ,აშკარად ჩანს ზოგი ფეხბურთელები არარიან ფორმაში ,საჭიროა იმ ფეხბურთელების გამოKენება რომლებიც ზიან სათადარიგო სკამზე ,ხუთი და სამ წუთში ფეხბურთელს გახურება ჭირდება რომ ჩაერთოს თამასში ამიტომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს ზამენის ფეხბურთელებს ,გისურვებთ წარმატებით დაგესრულებიოთ ჩემპიონატი
0

სიახლეები პოპულარული