კახა კაჭარავა თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
კახა კაჭარავამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრასთან" მარცხის (0:1) შემდეგ მიიღო.

52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.

კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altკახა კაჭარავა: გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და...

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჭარავას რაც შეეძლო აკეთებდა, აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია, ასე იქნება მანამდე სანამ გუნდის მფლობელი არ შეიცვლება, ან სრულიად ახალი მიდგომა უნდა დამკვიდრდეს გუნდის განვითარებისთვის
ალეკო
10 ნოემბერი 2018 14:55
1
კაჭარავა კი არა ფიფია სანამ არ წავა იქამდე არაფერი ეშველება დინამოს.
ბასკეტი
08 ნოემბერი 2018 17:41
4
ფიფიასნაირი ერთი დაასახელეს ქართულ სპორტში...რაც ქონდა ჩადო და აგრძელებს კიდევ ბევრ კაცი საქმეს...
Lado
10 ნოემბერი 2018 01:08
2
კაჭარავას გაშვება დიდი შეცდომა იქნება
giorgi
08 ნოემბერი 2018 17:07
9
ფიფია და ფლორენტინო პერესი ერთმანეთს გვანან )))
ტოტტი
08 ნოემბერი 2018 16:25
0
ეხლა ფიფია ვინმე ალბანელ მწვრთნელს იპოვის. მოიყვანს ლეგიონერებს ბურკინა ფასოდან და დაიწყება საუკუნის დინამოს მშენებლობა.
)))))
08 ნოემბერი 2018 15:49
0
ძალიან ცუდია.ესე იგი მანაც ხელი ჩაიქნია?
სოსო
08 ნოემბერი 2018 15:46
0
კაჭარავამ კი არა ფიფიამ უნდა დატოვოს გუნდი...ბატონო რომან, გაყიდეთ გუნდი გთხოვთ. თქვენ დინამოს ღირსი არა ხართ და მისი აღორძინებისათვის არასდროს არაფერს გააკეთებთ. მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყიდვა იცით და საკუთარი დანახარჯის სწრაფად ამოღება. არადა გულშემატკივრებს მუდმივად სულში აფურთხებთ თქვენი დაპირებების შეუსრულებლობით. მოგვშორდით თუ ღმერთი გწამთ.
emigranti
08 ნოემბერი 2018 15:01
0
კარგი სპეციალისტია და რაზე გაიხადა თავი სალაპარაკოდ ფიფიასგან და გულშემატკივრებისგან? ყველაფერზე თავს რომ უქნევდა რა ეგონა, საბავშვო ბაღით თუნდაც ჩვენს ჩემპიონატში გაიმარჯვებდა. დინამოს ფონზე ვაფასებ საბურთალოს სადაც თავის საქმეს სერიოზულად უდგებიან.
გიორგი
08 ნოემბერი 2018 14:51
0
ვფიქრობ დააგვიანა რომანმა..
gio
08 ნოემბერი 2018 14:29
14

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
36
21
6
9
35
69
36
20
9
7
41
69
36
19
7
10
21
64
36
17
12
7
20
63
36
8
13
15
-11
37
36
8
7
21
-26
31
36
4
8
24
-50
14