24 ნოემბერს ფოთში "პარკი არენაზე" "კოლხეთსა" და "რუსთავს" შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმრები გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრაში ერთდერთი გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ მე-2 წუთზე რაფაელ ჩუკვურას პასის შემდეგ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთზე "კოლხეთი" უმცირესობაში დარჩა - მსაჯმა პატერსონ კაბორე გააძევა.
ამ მოგების შემდეგ "რუსთავს" 33 ქულა დაუგროვდა და დროებით მე-7 ადგილზე გადავიდა. "კოლხეთი" კი 14 ქულით ბოლო ადგილზეა.
ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-რუსთავი 0:1
გოლი: 0:1 ელგუჯა ლობჯანიძე (2)
კოლხეთი. 3-4-3: ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა,
ლევან კაკულია, იმედა აშორტია, პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე, დავით მთივლიშვილი
მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
რუსთავი. 4-2-3-1: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, დავით კვირკველია, თემურ ჩოგაძე, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია, რაფაელ ჩუკვურა
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი