ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "ჩიხურამ" "სამტრედია" დამაჯერებლად დაამარცხა

AutoSharing Option
29 ნოემბერს "სამტრედიამ" ეროვნული ლიგის XXXIV ტურის მატჩში ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში მიშიკო სარდალიშვილმა მახვილი კუთხიდან დარტყმულის შემდეგ გახსნა. მე-17 წუთზე კი ბაქარ მირცხულავამ სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

გიორგი ერისთავმა ულამაზესი შორეული დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეამცირა.

ეს "სამტრედიისთვის" ზედიზედ მესამე მარცხია ლიგაში, ხოლო "ჩიხურამ" განვლილ ტურში "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია მოახდინა და 60 ქულით მესამეადგილოსან "ტორპედოს" 2 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ რადგან
"ტორპედო" თასის მფლობელია და ამჟამად მე-3 ადგილზე იმყოფება, ევროპალიგის საკვალიფიკაციოს საგზურს ლიგაში მეოთხე გუნდი იღებს.

ზესტაონი. დავით აბაშიძე
სამტრედია-ჩიხურა 1:2
გოლი: 0:1 მიშიკო სარდალიშვილი (3), 0:2 ბაქარ მირცხულავა (17), 1:2 გიორგი ერისთავი (81)

სამტრედია. 3-4-3: ილია სტურუა, გიორგი გურული, იგორ კოშმანი, ბექა ტუღუში, მიხაილ გორელიშვილი, ჯაბა ლიპარტია, ვალერი ოლხოვი, შოთა კერძევაძე, ივან ფატიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე, კახა კახაბრიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე