ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "რუსთავი" და "დილა" ფრეზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
29 ნოემბერს "რუსთავმა" ეროვნული ლიგის XXXIV ტურში გორის "დილას" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა მატჩის მიწურულს, "დილა" მოედანზე კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ამოს ნონდის და მოედნიდან გააძევა.

ამ ფრის შემდეგ "დილა" მეოთხეადგილოსან "ჩიხურას" 3 ქულით ჩამორჩა.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
რუსთავი-დილა 0:0

რუსთავი. 4-2-3-1: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, დავით კვირკველია, თემურ
ჩოგაძე, ხვიჩა კვარაცხელია, პაპუნა ფონიავა, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დილა. 4-1-2-3: ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნონიკაშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ისიფუ ლემპტი, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს საბოლოოდ დავკარგე იმედი რომ ქართული ფეხბურთი არსებობს...კობიაშვილი მე ამ საფეხბურთო გარიგებებისგან შორს მეგონა, სამწუხაროდ ასე არ ყოფილა...ჩვენი საშველი არ იქნება..მე გეტყვით დღევანდელ ფაქტს რითაც დასტურდება საფეხბურთო მაფიის არსებობა საქართველოში...დღეს ეროვნულ ლიგა 3-ში გადამწყვეტი ტური იყო ოთხი გუნდისთვის, ქედის ბეტლემი, გორი, ჩემი ქალაქის ჭიათურის გუნდი და სამეგრელო ჩხოროწყუდან იბრძოდნენ გადარჩენისთვის..როგორც ყველგან ხდება ორი ტურის თამაშები იმარტება ერთ და იმავე დროს..ფედერაციამ გორი ქედა დანიშნა 17 საათზე ანუ ჭიათურისა და სამეგრელოს თამაშების მერე..ეს იმიტომ რომ ორივეს ცოდნოდა რა აწყობდათ..ტყუილა წავედით ჭიათურიდან გორში, ფედერაციის იმედად ანუ უარი ჩაწყობილ თამაშებს...ამაზრზენი სანახაობა და ჩაწყობილი ფრე...ფრე რომელიც იცოდა მთელმა საქართველომ ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის გარდა...მაინტერესებს ერთი რაღაც, რატომ ჩატარდა გორი ქედა 17 საათზე და ალგეთი-ჭიათურა, სამეგრელო-ხობი 14 საათზე, როცა ეს თამაშები გადაჯაჭვული იყო ერთმანეთზე და არკვევდა რომელი გუნდი დარჩებოდა...ფედერაციამ მწვანე აუნთო ჩაწყობილ თამაშებს...ბატონო ივანიშვილო, ყველაფრის გამოსწორებას რომ გვპირდები ქართველებს, უმორჩილესად გთხოვთ ერთი რიგითი ქართველი და რიგითი ჭიათურელი, წმენდა ფეხბურთის კორუმპირებული ფედერაციიდან დაიწყოთ...არა ნაცებს და არა ფედერაციას კორუმპირებულს!...
გოგა მიგინეიშვილი
19:45 29-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული