ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"საბურთალოს" პრეზიდენტი: ვეძებთ ტერიტორიას, სადაც საკუთარ არენას ავაშენებთ

AutoSharing Option
ისტორიაში პირველად, "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1999 წლიდან ამ საფეხბურთო კლუბს ბევრი მიღწევა ჰქონდა შიდა ასპარეზზე და რეალურად, ორიოდე კლუბთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელებს უზრდის.

"საბურთალო" რამდენჯერმე აღიარეს საუკეთესო საფეხბურთო სკოლად. მისი ასაკობრივი გუნდები არაერთხელ გახდნენ საქართველოს ელიტლიგის გამარჯვებულები, მაგრამ პროფესიული კლუბი მხოლოდ 2013 წელს დააფუძნეს, ხოლო 2015 წელს უმაღლეს ლიგაში პირველად იასპარეზეს...

"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაზეთ "ლელოსთან" საუბარში საინტერესო სიახლეზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ამ წლების განმავლობაში, კლუბის განვითარებისთვის რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა - უპირველესად,
სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

დაგეგმილია ახალი სასტუმროს მოწყობა, სადაც "საბურთალოში" რეგიონებიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები იცხოვრებენ და ექნებათ კვების ბლოკი, ფიტნეს-დარბაზი და რეაბილიტაციის ცენტრი.

ახლა მოთხოვნაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალ სტადიონზე - ვეძებთ ტერიტორიას, სადაც საკუთარ არენას ავაშენებთ", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ