ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ყველაზე მეტი მატჩი - ალექსანდრე კოშკაძე ეროვნული ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ კარიერის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) რიგით 442-ე მატჩი გამართა, რითაც ის ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენია.

36 წლის ნახევარმცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქამდე აღნიშნული რეკორდის მფლობელი გივი დიდავა იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 441 მატჩი ჩაატარა.

altზივზივაძის პოკერი - დინამო (თბ)-სიონი 5:2 [VIDEO]