ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური: "რუსთავმა" "სამტრედიას" 3 უპასუხო გოლი გაუტანა

AutoSharing Option
3 დეკემბერს "რუსთავმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის XXXV ტურის ფარგლებში "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის მე-14 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა აღსანიშნავია მეკარის შეცდომა, რომელსაც ბურთი ზედ გადაახტა.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" კიდევ ერთი გოლი გაუშვა, ამჯერად კი მეკარემ მცველის გაგორებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და ბექა ქავთარაძემ მეკარესთან ვარდნაში შეძლო გოლის გატანა.

74-ე წუთზე პაპუნა ფონიავას პასით ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მეკარე მოატყუა და ანგარიში 3:0 გახადა.

თბილისი. მიხეილ მესხი
რუსთავი-სამტრედია 3:0
გოლი:
1:0 ხვიჩა კვარაცხელია (14), 2:0 ბექა ქავთარაძე (67), 3:0 ოთარ მარცვალაძე (74)

რუსთავი. 4-2-3-1: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, დავით კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია, პაპუნა ფონიავა, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, ვარლამ კილასონია

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სამტრედია. 3-4-3: ილია სტურუა, გიორგი გურული, იგორ კოშმანი, ბექა ტუღუში, მიხაილ გორელიშვილი, თამაზ მაქაცარია, გიგლა ბურკაძე, შოთა კერძევაძე, ივან ფატიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია