ლევან შენგელიამ "დინამო" შორეული დარტყმით დააწინაურა, მეორე ტაიმში კი აკაკი შულაიას პასით ბუდუ ზივზივაძემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ზივზივაძემ ეროვნულ ლიგაში 22-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. დინამოელი "ჩიხურას" ფორვარდს, გიორგი გაბედავას 2 გოლით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ "კოლხეთი" მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს, მის ადგილს კი ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამო" დაიკავებს.
ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ლევან შენგელია
კოლხეთი. 3-4-1-2: ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, თემურ ძაძამია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, იმედა აშორტია, პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, თამაზ შალიკაშვილი, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე
მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
დინამო (თბ). 3-4-3: სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, გიორგი ზარია, ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია, თორნიკე ძოწენიძე
მთ. მწვრთნელი: ზაურ სვანაძე