ეროვნული ლიგა. XXXV ტური: "დინამომ" გასავარდნად განწირული "კოლხეთი" დაამარცხა

AutoSharing Option
4 დეკემბერს ფოთის "კოლხეთმა" "პარკი არენაზე", ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ლევან შენგელიამ "დინამო" შორეული დარტყმით დააწინაურა, მეორე ტაიმში კი აკაკი შულაიას პასით ბუდუ ზივზივაძემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ზივზივაძემ ეროვნულ ლიგაში 22-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. დინამოელი "ჩიხურას" ფორვარდს, გიორგი გაბედავას 2 გოლით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ "კოლხეთი" მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს, მის ადგილს კი ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამო" დაიკავებს.

ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ლევან შენგელია
(19), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (79)

კოლხეთი. 3-4-1-2: ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, თემურ ძაძამია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, იმედა აშორტია, პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, თამაზ შალიკაშვილი, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

დინამო (თბ). 3-4-3: სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, გიორგი ზარია, ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია, თორნიკე ძოწენიძე

მთ. მწვრთნელი: ზაურ სვანაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული