ეროვნული ლიგა. XXXV ტური: "ტორპედომ" "სიონს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა

AutoSharing Option
4 დეკემბერს ბოლნისის "სიონმა" "მიხეილ მესხი 2"-ზე, ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში "ტორპედოს" ლეგიონერმა მილოშ ლაჩნიმ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში თენგიზ წიქარიძემ ლამაზი დარტყმით გაიტანა.

84-ე წუთზე "ტორპედომ" მესამე გოლიც გაიტანა. გიორგი კუხიანიძემ გიორგი ქიმაძე კარგი პასი გაუკეთა, რომელსაც მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია.

"სიონი" ეროვნული ლიგის პლეი-აუტში ითამაშებს და შეეცდება, ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
სიონი-ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 მილოშ ლაჩნი (35), 0:2 თენგიზ წიქარიძე (65), 0:3 გიორგი
ქიმაძე (84)

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ჯაბა უგულავა, ლაშა მანაგაძე, ლაშა ლეჟავა, გივი ხეცურიანი, გიორგი დათუნაიშვილი, ზვიად სიხარულია, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ტორპედო. 4-2-3-1: როინ კვასხვაძე, გიორგი კუხიანიძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია, თენგიზ წიქარიძე, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, მილოშ ლაჩნი, მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული