ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური: "საბურთალო" და "ჩიხურა" დაზავდნენ

AutoSharing Option
4 დეკემბერს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში "საბურთალოსა" და "ჩიხურას" მატჩი 0:0 დასრულდა.

21-ე წუთზე მსაჯმა ლაკვეხელიანი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევა (ბუღრიძე ხელით წააქცია) და პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავას მეკარე კუპატაძემ აუღო.

შეხვედრის შემდეგ "საბურთალო" ოქროს მედლებით დააჯილდოვეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ჩიხურა 0:0
გაძევება: ლუკა ლაკვეხელიანი (21)
გამოუყენებელი პენალტი: გიორგი გაბედავა (22)

საბურთალო (4-1-3-2): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (ელვინ ტერა 68), თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი დიასამიძე (ბექა გვარაძე 46), გურამ გოშთელიანი (ლაშა
შინდაგორიძე 62), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი (დემურ ჩიხლაძე 70), მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (გიორგი ბუხაიძე 85), ირაკლი ბუღრიძე, კახა კახაბრიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე