ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. ბოლო ტური: "ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გავიდა, ბომბარდირებში ყაიმია

AutoSharing Option
8 დეკემბერს ეროვნული ლიგის ბოლო 36-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ბოლო ტურს მხოლოდ ორი რამ უნდა გადაეწყვიტა - ვინ გახდებოდა ცხრილის მეოთხდედგილოსანი და ეროვნული ლიგის ბომბარდირი.

"ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე "სიონს" 2:1 სძლია და საბოლოოდ მე-4 ადგილის მფლობელი გახდა, რაც მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის საშუალებას აძლევს, რადგან მესამეადგილოსანი "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საზგური თასის მოგებით გაინაღდა.

თავისი შეხვედრა მოიგო "დილამაც", რომელმაც "დინამო" მისსავე სტადიონზე 2:1 დაამარცხა, თუმცა "ჩიხურას" ერთი ქულით ჩამორჩა და საბოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბომბარდირთა დავაში
22-22 გოლი დაუგროვდათ თბილისის "დინამოს" ფორვარდს ბუდუ ზივზივაძეს და საჩხერის "ჩიხურას" თავდამსხმელს გიორგი გაბედავას. აღსანიშნავია, რომ ორივემ ამ ნიშნულს 34 მატჩში მიაღწია, მიკოლა კოვტალიკუის ანგარიშზე კი 21 გოლია.

საუკეთესო ასისტენტის წოდება "დილას" ლეგიონერს ლეანდრო რიბეიროს ერგო.

"საბურთალომ" კი სტუმრად "სამტრედიას" 4:1 სძლია.

ლოკომოტივი-რუსთავი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტორპედო-კოლხეთი 19:00 საათზე.

ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 გიორგი გაბედავა (16. პენ), 2:0 გიორგი გაბედავა (31), 2:1 ლაშა ლეჟავა (85)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე, კახა კახაბრიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სიონი. 4-4-2: გიორგი ჩოჩიშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა, გივი ხეცურიანი, გიორგი მიქაბერიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 0:1 მიკოლა კოვტალიუკი (18), 0:2 გიორგი გადრანი (57), 1:2 აკაკი შულაია (58)

დინამო. 3-4-2-1: სტეფან სიკაჩი, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია, თორნიკე ძოწენიძე

მთ. მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

დილა. 4-3-3: ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, მიკოლა კოვტალიუკი, ისიფუ ლემპტი, ერიკს სანტოსი, ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

ზესტაფონი. დავით აბაშიძე
სამტრედია-საბურთალო 1:4
გოლები: 0:1 დავით ვოლკოვი (7), 0:2 დიმიტრი ტატანაშვილი, 0:3 გიორგი კოხრეიძე (63), 0:4 დავით თარგამაძე (72), 1:4 ავთო ენდელაძე (79)

სამტრედია. 4-2-3-1: დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ოლეგ მამასახლისი, მიხაილ გორელიშვილი, ჯაბა ლიპარტია, გიორგი ახალაძე, ვალერი ოლხოვი, გიორგი ფანცულაია, შოთა კერძევაძე, ივან ფატიჩი, ავთო ენდელაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

საბურთალო. 4-2-1-3: ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია, დავით თარგამაძე, დავით ვოლკოვი, დაჩი ცნობილაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ნიკოლოზ მალი

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი