ეროვნული ლიგა 2. პლეი-ოფი. I მატჩები: "ცხინვალს" დაბლა არ უნდა

AutoSharing Option
11 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა.

"ცხინვალმა" "მცხეთა პარკზე" "ბახმაროს" უმასპინძლა და ანგარიშით, 2:1 სძლია. დუბლის ავტორი გიორგი კიკნაძე გახდა. მე-80 წუთზე კი გიგა კვერენჩხილაძემ სხვაობა შეამცირა. ამ მოგებით "ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ერთი ნაბიჯით წაიწია.

ლანჩხუთის "გურიამ" კი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე გასული "სამგურალი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი კარლო ჯიქიძე გახდა.

საპასუხო მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება. "ბახმარო" ჩოხატაურში, "ბორის პაიჭაძეზე", 13:00-ზე  "ცხინვალს" უმასპინძლებს, ხოლო "სამგურალი" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონზე ლანჩხუთის "გურიას" მიიღებს.

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-სამგურალი 1:0
გოლი: 1:0 კარლო ჯიქიძე (26)

გურია. 4-2-3-1: გაბრიელ თებიძე, დიმიტრი ვირუბოვი, თენგიზ ჩიკვილაძე, კარლო ჯიქიძე, ნიკა ნარიაშვილი, ალექსანდრე შენგელია, დენის სკოტარენკო, ირაკლი ბაჯელიძე, გიგა გურეშიძე, ვანო წილოსანი, ვლადიმერ ჯოჯუა

მთ. მწვრთნელი: გიგა იმედაიშვილი

სამგურალი. 4-2-3-1: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ჯო ბოტაკა-იობომა, ბექა ბიბილაშვილი, გაგა ჩხეტიანი, თენგიზ ბრეგვაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ზაურ გოგუაძე, უშანგი ბანძელაძე, ნიკა შალამბერიძე, ილია ახვლედიანი

მთ. მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

მცხეთა პარკი
ცხინვალი-ბახმარო 2:1
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი კიკნაძე (9, 42), 2:1 გიგა კვერენჩხილაძე (80)

ცხინვალი. 4-2-3-1: ივან ტირიჩი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი მაღალდაძე, ლუკა ვარძელაშვილი, დავიდ როხას მენა, გიორგი კიკნაძე, სანდრო ქრისტესიაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, ჩუკა ოგბუ

მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

ბახმარო. 4-2-3-1: დავით კეკელიძე, ბიძინა ცინცაძე, რუსლან დემიანოსი, თეიმურაზ შარაშენიძე, ხვიჩა დიდია, გიგა კვერენჩხილაძე, ლევან ბაკურაძე, სოლომონ გუჯაბიძე, ნიკა ჭკუასელი, ალექსი ბენაშვილი, სერგო ფირცხალაიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული