ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამომ" "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს, ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონმა გიული მანჯგალაძის და კიჭი მელიავას შემდეგ "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა.

როგორც აჭარული კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება, "გაგრას" ორი მოთამაშე რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებენ.

"წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალები ზუსტდება." - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

რატი ცაცკრიალაშვილი ნახევარმცველია და მან ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება თორნიკე გაფრინდაშვილს, ის ამპლუით მცველია და 2018 წელს "გაგრას"
რიგებში 28 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და შემდეგ სეზონს ეროვნულ ლიგაში ჩაატარებს.

altბათუმის "დინამოს" მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი შეუერთდა

altბათუმის "დინამომ" გიული მანჯგალაძე დაიმატა

ასევე დაგაინტერესებთ