ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა - და "დინამოში" გადავა?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ფეისბუქ-გვერდის საშუალებით გუნდიდან 29 წლის ნახევარმცველის ლევან კუტალიას წასვლას იუწყება.

"ლევან კუტალიას "ტორპედოსთან" კონტრაქტი ამოეწურა და მიუხედავად კლუბის სურვილისა, კონტრაქტი გახანგრძლივებულიყო, ფეხბურთელმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

"ტორპედო" მადლობას უხდის კუტალიას ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

დაუდასტურებული ინფორმაცით, არაა გამორიცხული, კუტალიამ კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.

ასევე დაგაინტერესებთ