"საბურთალომ" შეკრება დაგეგმა და მეტოქეთა ნაწილის ვინაობაც ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი დედაქალაქური "საბურთალო" მომავალი სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს განაახლებს.

კლუბი მზადებას ადგილზე დაიწყებს, შემდეგ 12-13 იანვარს კი "ზამთრის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მომავალ წელსაც ორ შეკრებას გაივლიან, თურქეთის ქალაქ სიდესა და ლარაში. პირველ შეკრებაზე გუნდი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე მოემზადება, შემდეგ კი 6-19 თებერვლამდე.

უკვე გარკვეულია რამდენიმე სპარინგ-მეტოქეების ვინაობაც - თბილისელები რუმინეთის უმაღლეს ლიგელ "ვიტორიუს" დაუპირისპირდებიან, რომელიც შიდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება.

ასევე, გაეჯიბრებიან მაკედონიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ "რაბოტნიჩკსა" და რუსეთის პრემიერლიგის "ახმატს". დანარჩენი მოწინააღმდეგეების
ვინაობას უახლოეს დღეებში გაირკვევა.

altგეგმები, თავდამსხმელი სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგა - ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

altთბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული