ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედოს" გარკვეული პრობლემები აქვს" - წავა თუ არა მილოშ ლაჩნი ქუთაისური კლუბიდან?

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" სლოვაკი ლეგიონერი მილოშ ლაჩნი დატოვებს.

Sportall.ge 30 წლის თავდამსხმელს სიტუაციის გასარკვევად დაუკავშირდა.

"კლუბს გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და "ტორპედოსთან" ყველაფერზე ღიად ვისაუბრებ. მე მიყვარს ეს კლუბი და ქართველი ხალხი" - განაცხადა მილოშ ლაჩნიმ Sportall.ge-სთან საუბრისას.

სლოვაკი თავდამსხმელი ქუთაისის "ტორპედოს" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ლაჩნი "ტორპედოში" მინიმუმ ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთელის დამატების დროს კლუბმა მასთან ერთწლიანი
კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა.

altქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი დაიმატა

altთორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ასევე დაგაინტერესებთ