გიორგი დევდარიანი: "ტორპედოს" აკადემიაში 20 ბავშვი იცხოვრებს [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორი გიორგი დევდარიანი საკლუბო არხთან გუნდის აკადემიასა და სკოლაზე საუბრობს.

დევდარიანის თქმით, ბაზა გარემონტდა, სადაც იქმნება "ტორპედოს" აკადემიაც, რომელშიც 20 ბავშვი იცხოვრებს.

მან აღნიშნა, რომ "ტორპედოს" მთელი სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულია, მიიღოს ევროპული განათლება და აკადემიაში გადმოიტანოს.

"კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატარებთან კვალიფიციურმა მწვრთნელებმა იმუშაონ. ჩემთან ერთად აქ გიორგი ტუღუში და ოთარ საბანაძე მუშაობენ. ტუღუშის გონებრივი პოტენციალი ძალიან ბევრ სპეციალისტს აღუნიშნავს, ოთარ საბანაძეზე კი თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში საფეხბურთო ფიტნესის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია", - ამბობს
დევდარიანი.

altრას წერდა Goal.com "ტორპედოს" ახალწვეეულზე: ტექნიკური ნახევარმცველი, რომელმაც "ბარსელონას" ინტერესი დაიმსახურა [VIDEO]

altქუთაისის "ტორპედომ" იჯარით ბრაზილიელი შემტევი აიყვანა

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაგეწერა მერე შე კაცო, მაგ ბავშვის სახელი და გვარი, ან სოფელი.../ ვინ მიხვდება ეხლა რომელ ბავშვზეა ლაპარაკი და ან კიდე რომელ სოფელში უნდა მოძებნონ?!
Vasili
21:22 12-01-2019
0
რამდენი ბავშვია მართლა უნიჭიერესიი და რამდენი იკარგება უბრალოდ იმის გამო, რომ არ გააჩნია ფინანსები, ვერ წარმოიდგენთ.. არაფრით არ ჩამოუვარდებათ ევროპის ტოპ ტალანტებს ჩვენი ბავშვები დამიჯერეთ.. უბრალოდ თავიდანვე არასწორი აღზრდა და ხშირ შემთხვევაში საერთოდ საფეხბურთო ინტელექტის არ ქონა იწვევს იმას, რასაც დღეს ვიკმით!
ზურა
19:14 12-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული