ესპანელი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტმა 26 წლის ესპანელი ნახევარმცველის ფრანსისკო კარბია ბარერას, უბრალოდ ფრან კარბიას ტრანსფერი დაადასტურა.

მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ფრან კარბია "ხიმნასტიკის" აღზრდილია, გამოდიოდა "პობლა დე მაფუმეტში", 2013 წლიდან კი სეგუნდა დივიზიონის "რეუს დეპორტიუს" ღირსებას იცავდა.

როგორც შევიტყვეთ, "დინამოში" კიდევ რამდენიმე ლეგიონერის ჩარიცხვაა მოსალოდნელი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენი იმედი მაქვს ჩისკო ძმაო, შენ თუ უშველი ჩვენს დინამოს, თორემ ტკეპნის ერთ ადგილს წლებია.
Grisha
12 იანვარი 2019 22:34
0
რას ერჩით მე მომწონს,ამაზე დაბალი კვალიფიკაციის არავინ არ უნდა დაიმატოს მომავალშიც,სეგუნდაში გამოდის წლებია სტაბილურად მშვენიერია.ჩისკო მიაწექი და ფიფიას მთლად ნუ დაუჯერებ...გუდ ლაქ ))
guriidan
12 იანვარი 2019 14:09
1
ეგენი მხოლოდდამხოლოდ დაცვაში თუ ივარგებენ.
სსს
11 იანვარი 2019 22:36
1
ძალიან კარგი ფეხბურთელია, გამოგვადგება. თან მაგარი გოლები აქვს გატანილი სეგუნდაში და თასზე
Samson
11 იანვარი 2019 22:08
1
დინამოს მაღალ დონეზე ნათამაშები,თუნდაც ასაკოვანი,გამოცდილი ლიდერები სჭირდება,თორემ ასეთებს, თვითონ უშვებს ესპანეთში.შესაძლოა ეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე სჭირდებათ.იმედია გაიხსნება და გუნდს დაეხმარება.
სოსო
11 იანვარი 2019 21:14
2
ფიფიას საყ....თი გრძელდება...
Levani
11 იანვარი 2019 20:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული