თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ჩისკოს დაბრუნებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა, რომ კლუბში ახალი სატრანსფერო პოლიტიკა დაიწყებოდა და ესპანელი მისი დონის თუ არა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიყვანდა, აი, ისეთს, ჩვენი მენეჯერები რომ იტყვიან, ლეგიონერი ადგილობრივზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოსო.

თუმცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარი ზედმეტია ევროთასებზე, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაც საქართველოს ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ წინა სეზონში "სამტრედიას" მოჰყავდა ლეგიონერები, რომლებსაც ერთ დროს წამყვან ჩემპიონატში ბურთი გაგორებული ჰქონდა, თბილისელთა ტრანსფერების შემდეგ ესეც სანატრელია.

ვიდეოს გაკეთება და
დამონტაჟება რთული არ არის, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში მისი ატვირთვა. ნებისმიერი ფეხბურთელის სიამიჯო ვიდეოში ამორჩეულია ისეთი კადრები, სადაც ის ნისტერლოიზეც უკეთესია და პუიოლზეც. თუმცა სტატისტიკა, ფეხბურთელის ისტორია, სატრანსფერო ფასი და ა.შ. სულ სხვა რაღაცას ამბობს.

არადა, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივარი გაცილებით მეტს იმსახურებს, ასეთი ტრანსფერები კი "დინამოში" არაერთხელ გვინახავს, მაგრამ შედეგი არა...

ვინ დაიმატა "დინამომ":

ხოსე პერალესი - მეკარე - 150 000 ევრო
- ესპანეთის მესამე დივიზიონის, მესამე ჯგუფის მეთხუთმეტეადგილოსანი "ბადალონას" სათადარიგო მეკარე. 2018/2019 წლების სეზონში 6 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და გაუშვა 8 გოლი. 14 შემთხვევაში სათადარიგო იყო. მანამდე ორი წელი ტარაგონის "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სულ 11-ჯერ იყო განაცხადში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა 65-ე წუთზე და გაუშვა ერთი გოლი; ერთხელაც ძირითადი იყო და ხიხონის "სპორტინგმა" ოთხი გოლი გაუტანა.

აბდელ ჯალილი - ცენტრალური მცველი - 50 000 ევრო
- 2018/2019 წლების სეზონში იყო "გრანადას" მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მე-13 ადგილზეა. 21 წლის ფრანგი ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. ერთხელ გამოძახებული იყო ალჟირის 23-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არც იქ ათამაშეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა, აბდელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში ათამაშდეს, თუმცა მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ისე წავა, როგორც გაუხარდება.

ანტონიო რაულ როხანო - ფორვარდი - 200 000 ევრო - 27 წლის არგენტინელი ამ ზამთარში გახდა თავისუფალი აგენტი, მანამდე ის ესპანეთის მესამე ლიგის პირველი ჯგუფის მე-17-ადგილოსან "ბურგოსში" იყო, რომელშიც ნახევარი წელი გაატარა. 5 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და 7 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, გოლი არ გაუტანია. 2017/2018 წლების სეზონი მან შოტლანდიის ჩემპიონატში მყოფ "ჰამილტონში" გაატარა. 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 12 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი იყო. მანამდე ის ბოლივიის ჩემპიონატში იყო, სადაც 15 გოლით გამოიჩინა თავი. კონტრაქტი ერთწლიანია.

ფრან კარბია - შემტევი ნახევარმცველი - 400 000 ევრო - დამატებული ფეხბურთელებიდან შედარებით უფრო საინტერესო ეს ტრანსფერია. 26 წლის ესპანელს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ესპანეთის მეორე ლიგაშიც და მესამე ლიგაშიც აქვს ნათამაშები. ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზე მყოფ "როის დეპორტივოში". მან 2018/2019 წლების სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მის წინა სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

P.S. როგორც ცნობილია, თბილისის "დინამოში" ჩრდილო კვიპროსის ჩემპიონატიდან ერთი ფორვარდი ჰყავთ სინჯებზე.

altთბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 32 /
კარგი ლეგიონერი რომ გვინდა, ის ფეხბურთელიც და მისი აგენტიც ნახულობს ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონატზე და რას ხედავს: დასწრებადობა 300-500 კაცი (იშვიათი გამონაკლისის გარდა), სტადიონების ძირითადი ნაწილი გადახნული და ყანა (ძირითადი ნაწილი), კლუბების უმრავლესობა ინფრასტრუქტურა 0 (არა ბაზა, არა მოედანი), გაშუქება რომელიც ხდება მხოლოდ ქართულ პრესაში (მადლობა ფედერაციას რომ ორი წელია იუთუბზე მაინც გადაიცემა) და ყველაფრიდან აქედან გამომდინარე რატომ გვაქვს სურვილი რომ მაინდამაიც მაგარი ლეგიონერი ჩამოვიდეს ? ან რომელიმე ხელს ვუწყობთ იმაში რომ ძლიერი ლეგიონერი ჩამოიყვანოს, სტადიონზე არ დავდივართ, თუ მივდივართ ისეც გვინდა იყოს უფასო ბილეთის ყიდვა არ გვინდა, კლუბის აქსესუარები არ გვინდა. მოკლედ ბოდიში და ბევსრ ვითხოვთ იმის ფონზე რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ.
QT
25 იანვარი 2019 10:42
1
წადი რა ფიფია რა, გაყიდე დინამო!!! და თავი დაგვანებე!!!! ერთი კაი გააკეთა და ათასი გააფუჭა! თვალში ნაცრის შეყრას გავს შენი რემონტი, ვითომ რამის კეთება გინდა, ბაზარი გახადე გუნდი.../ ბათუმი უფრო დაალაგებს და საბურთალო აწი ვიდრე შენ, იმიტო რო სუფთა ქორვაჭარი ყოფილხარ !!!
Vasili
25 იანვარი 2019 03:06
4
მოიცა, ეს დინამოს შეფობა თუ უნიჭოა, აუდიტი რატომაა შესაყვანი ფედერაციაში??!! გინახავთ ასეთი პროგრესი წინა ფედერაციიდან? თუ რამეს გააფუჭებენ და არასწორად იზამენ, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც გამოვა და გადადგომას მოითხოვს ფედერაციის, მაგრამ შეხედეთ აბა რახდება - ცოცხლდება ფეხბრუთი საქართველოში! ჩვენთან ბათუმში სტადიონი ისე გვიხარია, რომ ჭკუაზე აღარ ვართ!
zura
24 იანვარი 2019 21:27
0
და საერთოდ ფეხბურთის ფედერაციაში არის აუდიტი შესაყვანი და მკაცრად გასაკონტროლებელი.
sdfffff
24 იანვარი 2019 20:37
2
თუ ყავს საერთოდ ამ დინამოს გულშემატკივარი.
sdfffff
24 იანვარი 2019 20:36
1
დინამო თავის გულშემატკივრებს მასხარად გვიგდებს ეს რა ტრანსფერებია ჯობდა არავინ მოგეყვანათ და არავინ გაგეშვათ
gio
24 იანვარი 2019 19:59
0
როგორც იწერება კომენტარებში კმაყოფილი უნდა ვიყოთ დინამოს მდგომარეობით :) :) :) გავიგეთ და ვიცით რომ ფიფიამ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე აიყვანა, ქვეყანაში აქვს საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო ბაზა და საუკეთესო აკადემია, ეს ყველაფერი ფიფიას დამსახურებაა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე რომ კლუბი 3 წელი ვერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი, აი რა ახსნას უძებნით ერთი თქვით ჰა.. აი როგორ ვერ უნდა იყოს შერიფის დონეზე? დავიჯერო მოლდოვეთში ინფრასტრუქტურა ყვავის? თუ ოქროს ხანა დგას იქაურ ფეხბურთში თუ ნიჭი აქვთ უფრო მეტის? არ უნდა კლუბი ფიფიას და მოკალით, ამ კაცს აქვს სხვა ინტერესები..
?
24 იანვარი 2019 19:12
0
GO DINAMO'ს, რაშუაშია რეებსაც წერ დებილი ხარ? ფეხბურთელებს რო ზრდიან ეგ ჩვენც ვიცით და ვაფასებთ მარა ლეგიონერების დონესთან რაშუაშია? ლოგიკა სად გაქვს
asdasd
24 იანვარი 2019 17:38
1
Gadavikitxe komentebi. Ijara an ufulodo. Erti sezonistvis satamashod adzlierebs gunds?! 4 idan 3ms ertcliani kontraqti aqvs da rogor fiqrobt rom atamashdnen eseni legionerebi da shemotavaxeba miigon rusetidan kazaxetidan azeridan. Ar cavlen tan ufasod da sad aris aq momavlis gundi an evro turnirze gasasvleli gundi rom gavides sajvalipikacioze da am 4 dan ert celshi rom cavided mere axali legionerebi da tavidan shetamasheba gundis advilia?! Didi shecdoma aris rodesac sezonur gunds asheneb da ara grdxel vadian proeqtze ar mushaob eg aris fulis gadayra da meti araferi an chiskos ra gamocdileba aqvs samcrtnelo an ra politika an ra filosofia . Kaia rom axalgazrdebi gazarda da gaushva evropashi magaze vin ambobs cudiao magram ar jobia isev is axalgazrdebi momavali taoba atamashon da gazardon vidre ertjeradi fexburtelebi chamoiyvanon mesame divizionis gundebis utamashebel fexburtelebs ravici ra politikas atarebs batoni romani mara faqtia rom cudi archevani aqvs gaketebuli da ar uvarga menejmenti legionerebtan dakavshirebit
Emigranti
24 იანვარი 2019 17:33
0
და რატო გგონიათ რომ ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა ვიდრე ესპანეთის მე3 და თუნდაც მე4 დივიზიონი. გამორჩეულები იქნებიან ჩვენ ჩემპიონატში . თუ არადა აგერ მე და აგერ გრენლანდია..
ზაზა
24 იანვარი 2019 16:43
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული