ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედო" ჰლინკას პასუხობს: მას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკი ფეხბურთელის მარეკ ჰლინკას ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ ბრალდებებს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი პასუხობს.

მამუკა მოსიაშვილის თქმით, სლოვაკმა ფეხბურთელმა, მიუხედავად მისი ამბიციებისა, კონკურენციას ვერ გაუძლო და გუნდიდან განაწყენებული წავიდა.
"მარეკ ჰლინკა სათადარიგო მოთამაშე იყო. მან ვერ დააკმაყოფილა მთავარი მწვრეთნელის მოთხოვნები, ამის გამო, გუნდმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ განცხადებას, მისი ქუთაისში ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გუნდში სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს, წავიდა მარეკ ჰლინკა და მოვიდა
5 ახალი ფეხბურთელი. ჰლინკამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მიუხედავად მისი ამბიციებისა და მაღალი ანაზღაურების მოთხოვნისა, ეს იყო მისი განაწყენების მიზეზი.

მე არ მინდა ჰლინკას გამოვყვე მის კომენტარებში, ანალოგიურად წავიდა სხვა ფეხბურთელიც, მაგრამ ის წავიდა დელიკატურად. ჰლინკას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი, რადგან ვერ გაუძლო კონკურენციას. მარეკ ჰლინკას, როგორც ერთ-ერთი განაწყენებული ფეხბურთლის განცხადებაზე, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა მამუკა მოსიაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ფეხბურთელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხი მის აგენტთან გაირკვევა, რაც შეეხება ჰლინკას განცხადებას, გუნდიდან ჩინელების წასვლის შესახებ, მოსიაშვილმა არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰლინკამ "ტორპედოში" არსებულ პრობლემაზე ისაუბრა, მისი თქმით "ტორპედოს" სასადილოსა და საუნაში შესვლა საშიში იყო, სასტუმროში კი თაგვები დარბოდნენ.

მარეკ ჰლინკამ კლუბი მიმდინარე წელს დატოვა.

altდაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს

ასევე დაგაინტერესებთ