ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დილა" მიკოლა კოვტალიუკის "სალამანკაში" შესაძლო გადასვლას უარყოფს

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ უკრაინულმა Football24.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დილას" თავდამსხმელით, მიკოლა კოვტალიუკით "სალამანკა" დაინტერესდა და მის ტრანსფერში გორული კლუბი 375 ათას ევროს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით "დილამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მიკოლა კოვტალიუკის ერთ-ერთ ესპანურ გუნდში ტრანსფერის შესახებ.

ინფორმაცია არერთგვაროვანია და ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერი უკვე შემდგარია, სახელდება სატრანსფერო თანხის კონკრეტული ციფრიც, თუმცა გვინდა ხაზგასმით დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მიკოლა კოვტალიუკი ამ დრომდე რჩება დილას მოქმედ ფეხბურთელად და მასთან დაკავშირებით კლუბს არანაირი
კონკრეტული შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია, შესაბამისად არ შეესაბამება სიმართლეს თანხებთან დაკავშირებული კონკრეტული ნიუანსებიც.

ვიმედონებთ ეს განცხადება ნათელს მოჰფენს ამ საკითხის ირგვლივ გაჩენილ ყველანაირ კითხვას".

ასევე დაგაინტერესებთ