ქუთაისის "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
"ტორპედო" შეკრების გასავლელად თურქეთში 3 თებერვალს მიემგზავრება. ქუთაისური კლუბი ეროვნული ლიგისთვის მზადების პროცესს იქ გააგრძელებს.

თურქეთში "ტორპედო" ორი კვირა დარჩება და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

"ტორპედოს" პირველი მეტოქე 6 თებერვალს "აკადემია პანდევი" იქნება, რომელიც მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მე-3 ადგილზეა.

7 თებერვალს "ტორპედო" ძალებს მინსკის "დინამოსთან" მოსინჯავს. "დინამოელები" ბელორუსის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.

9 თებერვალს "ტორპედოს" მეტოქე სერბული "რადი" იქნება. ბელგრადული კლუბი სერბეთის სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა.

13 თებერვალს "ტორპედო" ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება. უკრაინის
პრემიერლიგაში "კარპატი" მე-10 ადგილზეა.

ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 16 თებერვალს კიევის "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

ამის შემდეგ "ტორპედო" საქართველოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.

ქუთაისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

altარგენტინელის პირველი! - თბილისის "დინამომ" ბულგარულ კლუბთან ფრედ ითამაშა [VIDEO]

alt"საბურთალომ" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ნაპრედაკი" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული