"საბურთალომ" თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა დედაქალაქურმა "საბურთალომ" დღეს თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო - გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, გუნდი ქალაქ სიდეში 6-19 თებერვლის ჩათვლით მოემზადება.

ამ დროის განმავლობაში თბილისელები სპარინგ-მატჩებს გამართავენ - 9 რიცხვში შვედეთის "სირიუსს" გაეჯიბრებიან, 12 თებერვალს ბოსნიის "სარაევოსთან" მოსინჯავენ ძალებს, 15 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის "ახმატს" დაუპირისპირდებიან, ხოლო შეკრებას 18 რიცხვში ყაზახეთის "კაისართან" მატჩით დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოელებმა პირველი შეკრება ასევე სიდეში 20 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე გაიარეს, სადაც ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს.

alt"საბურთალო" პირველი შეკრების ბოლო მატჩში "რაბოტნიჩკისთან" დამარცხდა


მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული