ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ნიკა ჭანტურია, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ანგარიში პირველ ნახევარში ლუკა კიკაბიძემ გახსნა. "ლოკომოტივის" ათიანმა საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში თავი ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინა. 20 წლის ფორვარდმა რატი არდაზიშვილის საგოლე პასით გაიტანა.
შესვენების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ ინგჯიას და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გარდა, ყველა ფეხბურთელი შეცვალა. "ლოკოში" დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა ირაკლი სიხარულიძემ. 28 წლის ფორვარდმა ოზბეთელაშვილი შეცვალა.
სადებიუტო მატჩი ჩაატარა თორნიკე კირკიტაძემ. "ლოკოს" მე-11 ნომერმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.
მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნახევარს თბილისური კლუბი საზღვარგარეთ გააგრძელებს. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 9 თებერვალს ესპანეთში გაემგზავრება და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა და ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა [VIDEO]
მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით