ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისისი "დინამოში" კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი ჩაირიცხა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ესპანელი მცველით სერხიო ნოჩეთი გაძლიერდა. ამის შესახებ კლუბი თავისი ვებგვერდით იუწყება.

"ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ესპანელი ახალწვეულია. დინამოს 26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩე შეუერთდება. ნოჩემ საფეხბურთო კარიერა "ალმერიას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ "სიუდად ვიკარის", "ელინის", "სანტბოიას", "არანდინას" და "სან ფერნანდოს" რიგებში გამოდიოდა.

სერხიო ნოჩემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, "დინამოსთან" ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და თურქეთში მყოფ თანაგუნდელებს ხვალ შეუერთდება", - წერს ვებგვერდი.