ფეშენებელური სასტუმროები, ზღვა, აუზები, სპა - სად გადიან შეკრებებს ქართული კლუბები [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის კლუბები შეკრებებს თურქეთში გადიან. მომავალი სეზონისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია და ფეხბურთელებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მეზობელ სახელმწიფოში კი, ანტალიის პროვინციაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შეკრება საფუძვლიანად გაიარო. ნელ-ნელა ანტალია ევროპაშიც საკმაოდ პოპულარული ხდება და გუნდების რაოდენობა ყოველ სეზონზე იზრდება. ანტალიას ყველაზე მეტად სასტუმროები გამოარჩევს. ისინი შეკრებისთვის კლუბებს ფეშენებელურ პირობებში დასვენებას სთავაზობენ.

საბურთალო
საქართველოს ჩემპიონი შეკრებას ქალაქ სიდეში, ემირხანების სპორტ-კომპლექსში გადის, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გუნდი სრულყოფილად მოემზადოს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ტრენაჟორების დარბაზი, 10 მოედანი, ჩოგბურთის კორტები, სხვადასხვა სახის აუზი და
სპა.

დედაქალაქურ გუნდს მეორე შეკრება ქალაქ ლარაში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო იქ პირობები გაუარესებული იყო და სიდეში გადაწყვიტა დარჩენა. სიდეში საბურთალოელებთან ერთად თურქეთის ქალთა ნაკრებიც ემზადება.

ინტერნეტში არ მოიძიება ინფორმაცია, თუ რა ღირს დაახლოებით საფეხბურთო კლუბისთვის ეს სიამოვნება, თუმცა,  რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, ორკაციანი ნომერი 90 ევროდან იწყება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge



დინამო
"დინამომ" ლარა აირჩია, თუმცა მათ შეკრებას უამინდობა თან ახლდა, რაც გარკვეულწილად თამაშზეც აისახებოდა. ლარა ერთ ერთი გამორჩეულია იმ ქალაქებიდან, რომელიც საფეხბურთო გუნდებს მასპინძლობს. თბილისელები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "როიალ სეგინიუსში" იმყოფებიან, სადაც ორკაციანი ნომერი საშუალოად დღეში 135 ევრო ღირს.

სასტუმრო თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზით, აკვაპარკით, სპა სალონით, სხვადასხვა სახის სპორტული მოედნითა და საფეხბურთო სტადიონებით არის აღჭურვილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge



ტორპედო
როგორც კლუბის პრესსამსახურში გვითხრეს, ისინი ამჯერადაც ანტალიაში, ლარაში, სასტუმრო "ტიტანიკში" დაბინავდნენ.

სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია, აქვს ოლიმპიური და არაოლიმპიური აუზები, სატრენაჟორო დარბაზი და 4 ფიფას სტანდარტების სავარჯიშო მოედანი ტრიბუნებით. ასევე, ყველანაირი საფეხბურთო აღჭურვილობა სავარჯიშოდ და მოსამზადებლად.

კომპლექსში ერთი ადამიანის ღირებულება დღეში საშუალოდ 55 ევროა.

Sportall.Ge

Sportall.Ge



ჩიხურა
აი, საჩხერელები კი ბელეკში დაბინავდნენ. როგორც კლუბის პრესსამსახურში გვითხრეს მათი კლუბი ხუთვარსკვლავიან Port nature-ში დაბინავდა.

ეს სასტუმრო ბელეკში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომფორტული აღმოჩნდა. ორკაციანი ნომერი 155 ევროდან იწყება.

სასტუმრო თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზს, აკვაპარკს, სპა სალონს, სხვადასხვა სახის გასართობ საშუალებას და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ცენტრებს შეიცავს.

სასტუმრო სხვადასხვა სპორტულ კომპლექსთან თანამშრომლობს, რაც ჩასულ საფეხბურთო კლუბებს საშუალებას აძლევს, რომ თან დაისვენონ და თან სრულყოფილი შეკრება გაიარონ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge



alt"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ისევ გაიმარჯვა - ამჯერად მინსკის "დინამოს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 5 /
Acharashic sheidzleba msgavsi bazebis gaketeba. Biujetic sheivseba da fexburtis donec camoicevs. Magram ak xom kvelas dgevandeli kvercxi urchevniat xvalindel katams
Gaza
12 თებერვალი 2019 12:02
0
ra vici gvshia gvshiao da sauketeso sastumroebs ki archeven. torpedo udgeba mxolod sakitxsracionalurad. ai chixuram ki saertod gamakvirva...
levani
09 თებერვალი 2019 16:27
0
ძალიან კარგია, სიონიც გაემგზავრა, რუსთავიც. ეს ხომ უბრალო დასვენება არაა, იქ უცხოურ კლუბებთან მართავენ ამხანაგურებს. ფასიც ბევრად დაბალი იქნება, წელიწადია ამ დროს და თანაც 30 კაცი ერთად რომ ჩავა. იმედია ეს ყველაფერი ეროვნულ ლიგაზეც მოახდენს ზეგავლენას და აიწევს თამაშის ხარისხი.
Dave
08 თებერვალი 2019 20:44
2
ხო, ნუ, ეს მცირედია... ძველი დრო აღარაა...
ახლა, ნუ მოითხოვთ, ყველას ვერ ექნება ის პირობები, რაც მიხეილ მესხს ჰქონდა, ან, ბორის პაიჭაძეს, ან სულაქველიძეს, ილია დათუნაშვილს, ჩელეს, რამდენი ჩამოვთვალო.. დილამდე ვწერო?
ცინიზმი - ყველას (თითქმის) ცუდად ესმის...
სწორია, ცუდად უნდა გესმოდეს!
ალექსანდრე
08 თებერვალი 2019 18:03
0
მოგვიგია აბა ლიგა !!!
FEOLA
08 თებერვალი 2019 14:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული