"ტორპედოს" დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა ჩატარებულ მატჩებსა და ფეხბურთელთა მომზადების პროცესზე ისაუბრა.
"4 თებერვალს ჩამოვედით თურქულ შეკრებაზე. ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, მაკედონიის "პანდევთან" და მინსკის "დინამოსთან", ორივე საკუთარი ჩემპიონატის მესამეადგილოსანია. ამ ეტაპზე იმ ფიზიკური და ტაქტიკური დატვირთვით ვითამაშეთ, რაც გვინდოდა, რომ თამაშში დაგვენახა.
ძალიან სასიხარულოა, რომ ორივე თამაშში გავიმარჯვეთ. შემდეგი შეხვედრა 9 თებერვალს სერბულ "რადთან" გვაქვს.
ამ მატჩებში ყველა ფეხბურთელი თანაბრად იღებს
ვინც უფრო მზად იქნება, ის ითამაშებს. ამ თამაშებშიც იმიტომ ეძლევათ თანაბარი დრო, რომ ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაში შეხვდეს სეზონს.
ვიმედოვნებ, რომ ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას მალე გაივლიან. გუნდში კარგი განწყობაა და ყველა მოტივირებულია. მაქსიმუმს იღებენ, მათი დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან სასიხარულო და სერიოზულია. მე ყველა ფეხბურთელის მეიმედება." - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
"ტორპედო" თურქული შეკრებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, 24 თებერვალს კი გორში სუპერთასზე ეროვნული ლიგის გამარჯვებულ "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
ბუდუ ზივზივაძის უკვე მე-3 გოლი - "ტორპედომ" შეკრება მოგებით დაიწყო [VIDEO]
"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ისევ გაიმარჯვა - ამჯერად მინსკის "დინამოს" სძლია [VIDEO]
უკვე ოფიციალურად - ოლეკსანდრ აზაცკი "ტორპედოში" დაბრუნდა
ლევან კუტალია: ქუთაისის "ტორპედოში" ყველაფერი მოვიგე, რაც მოსაგები იყო