ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კახა ჩხეტიანი: ფეხბურთელების დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან სასიხარულო და სერიოზულია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" შეკრებას თურქეთის ქალაქ რიზეში გადის. იმერულმა კლუბმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და "პანდევი" და მინსკის "დინამო" დაამარცხა.

"ტორპედოს" დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა ჩატარებულ მატჩებსა და ფეხბურთელთა მომზადების პროცესზე ისაუბრა.

"4 თებერვალს ჩამოვედით თურქულ შეკრებაზე. ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, მაკედონიის "პანდევთან" და მინსკის "დინამოსთან", ორივე საკუთარი ჩემპიონატის მესამეადგილოსანია. ამ ეტაპზე იმ ფიზიკური და ტაქტიკური დატვირთვით ვითამაშეთ, რაც გვინდოდა, რომ თამაშში დაგვენახა.

ძალიან სასიხარულოა, რომ ორივე თამაშში გავიმარჯვეთ. შემდეგი შეხვედრა 9 თებერვალს სერბულ "რადთან" გვაქვს.

ამ მატჩებში ყველა ფეხბურთელი თანაბრად იღებს
დატვირთვას და ბოლოსკენ გამოიკვეთება ის შემადგენლობა, რომელიც სუპერთასზე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ვინც უფრო მზად იქნება, ის ითამაშებს. ამ თამაშებშიც იმიტომ ეძლევათ თანაბარი დრო, რომ ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაში შეხვდეს სეზონს.

ვიმედოვნებ, რომ ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას მალე გაივლიან. გუნდში კარგი განწყობაა და ყველა მოტივირებულია. მაქსიმუმს იღებენ, მათი დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან სასიხარულო და სერიოზულია. მე ყველა ფეხბურთელის მეიმედება." - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

"ტორპედო" თურქული შეკრებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, 24 თებერვალს კი გორში სუპერთასზე ეროვნული ლიგის გამარჯვებულ "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

altბუდუ ზივზივაძის უკვე მე-3 გოლი - "ტორპედომ" შეკრება მოგებით დაიწყო [VIDEO]

alt"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ისევ გაიმარჯვა - ამჯერად მინსკის "დინამოს" სძლია [VIDEO]

altუკვე ოფიციალურად - ოლეკსანდრ აზაცკი "ტორპედოში" დაბრუნდა

altლევან კუტალია: ქუთაისის "ტორპედოში" ყველაფერი მოვიგე, რაც მოსაგები იყო