ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოლექსანდრ აზაცკი: მადლობა, რომ დამაბრუნეთ და აქ ყოფნის კიდევ ერთი შანსი მომეცით

AutoSharing Option
უკრაინელი ფეხბურთელი ოლექსანდრ აზაცკი ქუთაისის "ტორპედოში" სრულყოფილი კონტრაქტით დაბრუნდა.

24 წლის უკრაინელმა მცველმა იმერულ კლუბში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ცხადია, აქ დაბრუნება ძალიან მიხარია. ჩემი დაბრუნების შესახებ მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. მადლობა, რომ დამაბრუნეთ და აქ ყოფნის კიდევ ერთი შანსი მომეცით. ამიტომ ვეცდები მოლოდინები გავამართლო. ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ფანებს ძალიან სურდათ ჩემი დაბრუნება. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიხარია. "ბანიკთან" ერთად შეკრება გავიარე
და აქ კარგ კონდიციებში ჩამოვედი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და აქ მაქსიმალურად დავიხარჯები. ასე რომ პირველი შეკრება ნაყოფიერი გამოდგა. მეორე შეკრებაზე ვიმუშავებთ. გუნდში ყველა ძალიან კარგად დამხვდა და ეს მახარებს, ჩემთვისაც სასიხარულო იყო მათი ნახვა. დადებითი ემოციები მაქვს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა." - განაცხადა ოლექსანდრ აზაცკიმ.

აზაცკი "ტორპედოს" გასული წლის ზაფხულში შემოუერთდა და ქუთაისურ კლუბთან ერთად ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

altბუდუ ზივზივაძე: გვსიამოვნებს ის თამაში, რასაც კახა ჩხეტიანის ხელში ვთამაშობთ