ბათუმის "დინამოში" 10 დღის წინ მოსულმა ევგენი ზუბეიკომ კლუბი დატოვა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა მცველმა ევგენი ზუბეიკომ დატოვა - ამის შესახებ აჭარული კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

29 წლის ფეხბურთელი "დინამოს" 10 დღის წინ - 3 თებერვალს შეუერთდა, კლუბთან ერთად რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა, თუმცა საბოლოოდ ბათუმელთა რიგები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

აჭარელთა აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ოდესის "ჩერნომორეცის", ხარკოვის "მეტალისტის", ლვოვის "კარპატის", "ოლიმპიკის" და რუსული "ტოსნოს" ღირსებასაც იცავდა.

altბათუმის "დინამო" "მარიუპოლთანაც" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული