ფერდინანდის და კარაგერის წინააღმდეგ - ალეკო გოგობერიშვილმა კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ვეტერანმა - ალექსანდრე გოგობერიშვილმა 42 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ალეკო ფეხბურთში დარჩენას და სამწვრთნელო კურსების გავლას აპირებს...

გოგობერიშვილი 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო დავით ყიფიანის სახელობის თასი და ერთხელ აზერბაიჯანის ჩემპიონობაც იზეიმა - როდესაც "ბაკიში" თამაშობდა. სტაბილური ცენტრალური ნახევარმცველი - რა გუნდებშიც იყო, ყველგან ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. eliga.ge ალეკოს შეეხმიანa და კარიერიდან საინტერესო ამბები გაახსენებინა...

საუკეთესო პერიოდზე
ასეთი რამდენიმე იყო და კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ. "თბილისის დინამო", "ბაკი", "ვიტ ჯორჯია", "მერანი", "სიონიც"... ბოლნისის გუნდში იმ დროს
მივედი, როცა ფეხბურთელები თამაშს თავს ანებებენ, მე კი იქ სამი წელი ვითამაშე და ერთ-ერთ სეზონში საუკეთესო ვეტერან ფეხბურთელადაც დამასახელეს. 36-დან 39 წლამდე ვიყავი ბოლნისის "სიონის" წევრი...

გამორჩეულ მატჩებზე
უცებ რაც მახსენდება, ორი თამაში - ინგლისი VS საქართველო, 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი. სტუმრად, ლონდონში, ჩარლტონის სტადიონზე 0:0 ვითამაშეთ… მაგარ მეტოქესთან! იმ გუნდში მაშინ რიო ფერდინანდი, ჯეიმი კარაგერი და ემილ ჰესკი თამაშობდნენ...

ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო. იმ შესარჩევში იტალიას 2:0 მოვუგეთ და მეორე ადგილზე გავედით. ინგლისში ფრე კი იმითაც მახსოვს, რომ სხვებზე უმცროსი ვიყავი, ერთ-ერთი დებიუტანტი... კარგად წამივიდა თამაში.

ასევე კარგად მახსენდება ინტერტოტოს თასზე "მერანისა" და მოსკოვის "ტორპედოს" შეხვედრა. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დიდ ფეხბურთში. "ტორპედოს" ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა აქაც კარგად ვითამაშე.

ევროპიდან წინადადებაზე
კონკრეტულად წინადადებაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება იყო 1997 წელს "ასტონ ვილადან". სხვებისგან გავიგე, პირადად მე არავინ დამკავშირებია. ეს სწორედ ინგლისთან ლონდონში თამაშის შემდეგ მოხდა...

"დრო იყო"
კიდევ შემეძლო თამაში, მაგრამ მგონი, დანებების დრო იყო. უკვე 42 წლის ვარ... არც ტრავმა, არც არაფერი. უბრალოდ, შევატყვე, რომ ძველებური მოტივაცია აღარ მქონდა. თან, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უნდა მივხედო. B ლიცენზიაზე შევიტანე განცხადება და დიდი სურვილი მაქვს, სამწვრთნელო საქმეს მივყვე.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ფეხბურთელი იყო ეს, ძალიან მომწონდა, მეტისთვის უნდა მიეღწია, გეგუჩაძეს დინამოდან არ უნდა გაეშვა შუშაკის წასვლის შემდეგ...
zura
20:11 21-02-2019
1
მცვრტნელობა რად გინდა მიდი კალადზესტან და გაგHიტავს პარლამენტში
gaga
12:02 23-02-2019
1

სიახლეები პოპულარული