მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება.
სეზონის ბოლოს სამ საუკეთესო მოთამაშეს ფულადი პრიზები გადაეცემათ - 3000, 2000 და 1000 ლარის ოდენობით. ყოველი წრის გამარჯვებული კი საჩუქრად "ფლეისთეიშენ 4"-ს მიიღებს.
ეროვნული ლიგის ფენტეზში დარეგისტრირება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
რა არის "ფენტეზი"
"ფენტეზი" არის თამაში, სადაც გულშემატკივრები ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ვირტუალურ გუნდს ქმნიან და ჩემპიონატის ტურებში მათი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, შემდეგ ქულებს აგროვებენ.როგორ შევქმნათ გუნდი
თქვენი გუნდი 15 ფეხბურთელით ერთი კლუბიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელის არჩევის უფლება გაქვთ.
როგორ ვმართოთ გუნდი
ყოველ ტურში მოედანზე 11 ფეხბურთელი გამოდის. ამ თერთმეტეულს თქვენ თავად ირჩევთ. ქულებს სწორედ ამ 11 ფეხბურთელში აგროვებთ. დანარჩენები სათადარიგო სკამის მოთამაშეებად რჩებიან.ყოველი ტურის წინ შეგიძლიათ გუნდის კაპიტანი აირჩიოთ. კაპიტნის დაგროვებული ქულა ორმაგდება.
როგორ განვახორციელოთ ტრანსფერი
ტრანსფერის მეშვეობით ფეხბურთელთა შეცვლა ყოველი ტურის წინ შეგეძლებათ.როგორ აგროვებენ ფეხბურთელები ქულებს
ითამაშა 60 წთ-ზე ნაკლები (ყველა) - 1 ქულა;ითამაშა 60 წთ-ზე მეტი (ყველა) - 2 ქულა;
გატანილი გოლი (მეკარე ან მცველი) - 6 ქულა;
გატანილი გოლი (ნახევარმცველი) - 5 ქულა;
გატანილი გოლი (თავდამსხმელი) - 4 ქულა;
საგოლე პასი (ყველა) - 3 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (მეკარე ან მცველი) - 4 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (ნახევარმცველი) - 1 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (თავდამსხმელი) - 0 ქულა;
აღებული პენალტი (მეკარე) - 5 ქულა;
აცილებული პენალტი (ყველა) - -2 ქულა;
2 და მეტი გოლის გაშვების შემთხვევაში (მეკარე ან მცველი) - -1 ქულა;
2 და მეტი გოლის გაშვების შემთხვევაში (ნახევარმცველი და თავდამსხმელი) - 0 ქულა;
ყვითელი ბარათი (ყველა) - -1 ქულა;
წითელი ბარათი (ყველა) - -3 ქულა;
საკუთარ კარში გატანილი გოლი - -2 ქულა;
პენალტის გამომუშავება (მეკარე) - 5 ქულა;
პენალტის გამომუშავება (მცველი) - 4 ქულა;
პენალტის გამომუშავება ( ნახევარმცველი) - 3 ქულა;
პენალტის გამომუშავება (თავდამსხმელი) - 2.