ეროვნული ლიგა. I ტური: "ტორპედომ" დაძაბულ მატჩში "სიონს" 3:2 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე "სიონი" 3:2 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში ჩატარებული ეს მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიიღო და ზარქუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - სიონი 3:2
გოლები: 1:0 თენგიზ წიქარიძე (13), 1:1 ვილი ისიანი (22), 2:1 ნოდარ ქავთარაძე (34), 2:2 ჯაბა უგულავა (63), 3:2 თორნიკე კაპანაძე (77)

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია
(კ), ანრი ჭიჭინაძე (რიჩარდ ლუკა 73), ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე, გიორგი ქიმაძე (გრიგოლ დოლიძე 46), ბუდუ ზივზივაძე (თორნიკე კაპანაძე 64)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), (არჩილ მესხი 86) დათო კირკიტაძე, დავით რაჟამაშვილი (ზვიად სიხარულია 59), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი (ლაშა მანაგაძე 89)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერში ესეთი უვიცი ხალხი როგორ და რატო ხართ? უკრაინის უმაღლეს ლიგასაც პარიმაჩი ერქვა,ესეც ტოტალიზატორია და მათაც 1.8 მილიონ ევროთ იყიდეს ეს უფლება
შოთა
05:20 03-03-2019
1
მესმის მეგობარო შენი, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ ლიგის სპონსორის სახელს არ ატარებს არცერთი ლიგა და ეს არსად არ ხდება. ხდება მეგობარო და ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ესპანეთის La Liga გამოდგება. მას, ადრე ერქვა La Liga BBVA, რადგანაც იმავე სახელობის ბანკი აფინანსებდა. წელს, კი შეიცვალა სპონსორი და BBVA ჩაანაცვლა მეორე ბანკმა SANTANDER-მა და ეხლა ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ოფიციალური სახელი არის LA Liga Santander.
https://www.google.com/search?q=la+liga+bbva+vs+la+liga+santander&client=ms-android-huawei-rev1&tbm=isch&prmd=niv&source=lnms&sa=X&ved=0ahUKEwjfnbqGyuTgAhXCAWMBHXryAV0Q_AUIESgC&biw=360&bih=598&dpr=2#imgrc=qtjCTCETmKPQJM
დავით იბერიელი
03:17 03-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული