გიორგი ნავალოვსკიმ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/DinamoBatumi1923
5 მარტს საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ეროვნული ლიგის დებიუტანტ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ბათუმელთა Facebook-გვერდი იუწყება, ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე გაფორმდა, თუმცა კონტრაქტი, დიდი ალბათობით, ერთი წლით გახანგრძლივდება.

გიორგი ნავალოვსკი ბოლოს მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ის ბელორუსთა მაისურით მოედანზე 10-ჯერ გამოვიდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

32 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს რუსულ, ბერძნულ და აზერბაიჯანულ კლუბებში უთამაშია. სამშობლოში კი თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგის" და გორის "დილას" რიგებში ირიცხებოდა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ეროვნული ლიგის დებიუტანტებმა
სეზონის პირველი მატჩი ჩემპიონ "საბურთალოსთან" 0:1 დათმეს.

altეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისი მაგარ ხასიათზე ვარ ბრატ
irakli
19:55 05-03-2019
0
კარგია გაგვიძლიერდება ბათუმი, თან სათამაშო პრაქტიკა ექნება კარს მოგვადგა ნაკრების თამაშები და ფორმაში უნდა იყოს ყველა ფეხბურთელები
irakli
17:33 05-03-2019
2

სიახლეები პოპულარული