ფოტო: Facebook.com/DinamoBatumi1923
5 მარტს საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ეროვნული ლიგის დებიუტანტ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა.როგორც ბათუმელთა Facebook-გვერდი იუწყება, ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე გაფორმდა, თუმცა კონტრაქტი, დიდი ალბათობით, ერთი წლით გახანგრძლივდება.
გიორგი ნავალოვსკი ბოლოს მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ის ბელორუსთა მაისურით მოედანზე 10-ჯერ გამოვიდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
32 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს რუსულ, ბერძნულ და აზერბაიჯანულ კლუბებში უთამაშია. სამშობლოში კი თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგის" და გორის "დილას" რიგებში ირიცხებოდა.
რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ეროვნული ლიგის დებიუტანტებმა
ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]