ეროვნული ლიგა. II ტური: პირთამდე სავსე სტადიონი ბათუმში, ლამაზი ფეხბურთი - "ტორპედომ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ტორპედომ" ბათუმში "დინამოს" 2:0  სძლია.

ანგისას სავსე სტადიონზე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიში აზაცკიმ გახსნა. მან თავურით ნაკუთხურალ ბურთს ალავიძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის გადაცემას ზივზივაძე გამოეხმაურა და - 0:2.

მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს და ეშედეგოდ უტევდნენ და დამარცხდნენ.

"ტორპედომ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, "დინამომ" კი კვლავ წააგო, თუმცა ეს გუნდი კარგად თამაშობს, ჩინებული გულშემატკივრები ჰყავს და მალე
უეჭველი უკეთაც იასპარეზებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ოლეკსანდრ აზაცკი (17), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+3)

დინამო (4-3-2-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46), ვალერიან თევდორაძე (კ), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ნიკოლოზ საბანაძე 70), რომან ჭანტურია (გიორგი ილურიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 62), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქიმაძე 75), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 61)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ გაქვთ პრეტენზია, რომ ბათუმისა და ქუთაისის მატჩი მაინცა და მაინც ტურის ცენტრალური მატჩი იყო და უსათუოდ პირველი არხით უნდა გადაცემულიყო.ამ მატჩში სახარბიელო რაც იყო - სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს გამო და მეტი არაფერი.პირველი ტაიმის შემდეგ,გავთიშე ფედერაციის საიტი, რადგან ჩემთვის უინტერესო გახდა, რადგან ბათუმის დინამოელები დაცვაში უამრავ შეცდომებს უშვებდნენ, მთლიანად გუნდი არასაბრძოლო განწყობილებით გამოვიდა,განსხვავებით პირველი ტურის მატჩისაგან.სულით და გულით ვგულშემატკივრობდი ბათუმს, რადგან საქართველოს პირველობაზე ტორპედოს არასდროს ვგულშემატკივრობ მისი უზრდელი და თავხედი გულშემატკივრების გამო.ლანჩხუთელმა გულშემატკივარმა ე.წ."უსინდისო ტელევიზიების " ჟურნალისტებს მოუწოდა "ხმა ამოიღეთო",ფაქტიურად დაუწუნა ლოკომოვივისა და საბურთალოს მატჩის პირველ არხზე ტურის ცენტრალურ მატჩად ჩვენება, იმ მატჩისა სადაც ნაჩვენები იყო ყოველივე საუკეთესო რის გამოც ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი.
თბილისელი გულშემატკივარი
12:49 06-03-2019
8
იყო ტელევიზორში საკაბეკლო არხზე 02 ქვია მე ამ არხზე უყურე . ამას ქვია გუნდის ბალეშიკობა ბრავო ბათუმი რეგიონებში უფრო დადის ხალხი სტადიონი შენებლობა რომ დამთავრდება უფრო კარგი საყურებელი იქნება სავსე ტრიბუნები კივევ ბრავო ბათუმელებო
dato
12:34 06-03-2019
0

სიახლეები პოპულარული