ეროვნული ლიგა. II ტური: "დინამო" ბოლნისში "სიონთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში ბოლნისის "სიონმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე გახსნეს. ლევან შენგელიას მოწოდებულ კუთხურს დმიტრო ივანისენიამ თავი დაახვედრა და ანგარიში გახსნა.

მე-40 წუთზე ვიქტორ მონხილმა შეცდომა დაუშვა. ბურთი, რომელიც აუტზე გადადიოდა, თამაშში დატოვა, რომელიც დავით კირკიტაძეს დარჩა. მან საჯარიმოში გადაცემა ვილი ისიანს გაუკეთა, რომელიც "დინამოელთა" კაპიტანმა გუჯა რუხაიამ წააქცია. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა და რუხაიას წითელი ბარათი უჩვენა.

პენალტი ზუსტად ჯაბა უგულავამ გამოიყენა - 1:1.

43-ე წუთზე ანტონიო როხანოსა და ნიკოლოზ
აფაქიძეს შორის კონფლიქტი მოხდა. "სიონის" მცველმა არგენტინელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რაც როხანომ უპასუხოდ არ დატოვა. საბოლოოდ დაპირისპირება მარტივად ამოიწურა.

მატჩის 69-ე წუთზე, დათო კირკიტაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ვილი ისიანმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით აიღო "დინამოს" კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
სიონი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 დმიტრო ივანისენია (27), 1:1 ჯაბა უგულავა (41)
გაძევება: გუჯა რუხაია (41)

სიონი (4-3-2-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), ჯაბა უგულავა (ლაშა მანაგაძე 89), დათო კირკიტაძე, ზვიად სიხარულია (დავით რაჟამაშვილი 68), ვილი ისიანი (ვაჟა ქიქავა 79), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი.

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე.

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ბაქარ ქარდავა, ანტონიო როხანო, აკაკი შულაია (ნოდარ იაშვილი 46), დმიტრო ივანისენია (გიორგი პაპავა 59), სერხიო ნოჩე (დავით კობოური 75), ლევან შენგელია, ფრან კარბია.

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

altარგენტინელსა და ქართველს შორის კონფლიქტი მოხდა - ინციდენტი სიონი-დინამოს მატჩზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე რათქმაუნდა ზუგდიდს ვგულშემავტკივრობ,მაგრამ მინდა ჩვენ დედაქალაქს ყავდეს ძლიერი გუნდი და თბილიში ჩამოსვლის ერიდებოდეთ ევროპულ გუნდებს.
ზუგდიდი
12:24 07-03-2019
0
თხოვნა კომენტატორებს და სპორტულ მიმომხილველებს! გუნდების შემადგენლობების წარმოდგენის დროს, ფეხბურთელთა გვარები დაასახელოთ(დაწეროთ)არა ალფავიტის მიხედვით ან მაისურზე აღნიშნული ნუმერაციით,არამედ ფეხბურთელის ამპლუის და კერძოდ იმ შეხვედრაში განპირობებული სათამაშო ადგილის მიხედვით.შეიძლება ფეხბურთელი თავისი ამპლუით იყოს მცველი,მაგრამ პირობითად დღეს ითამაშა საყრდენ ნახევარმცველად. დღეისათვის იმდენი უცხო ლეგიონერია,ძალიან ძნელია გაარჩიო ვინ რა ფუნქციის შემსრულებელია.თუ თქვენთვისაც ეს წარმოადგენს პრობლემას,მაშინ გულშემატკივარმა რა ქნას? ვერ წავიდა სტადიონზე,ვერ მიადევნა თვალი ამა თუ იმ თამაშს სხვადასხვა მიზეზების გამო,ბოლოს და ბოლოს არ ცხოვრობს იმ ქალაქში,რომლის გუნდი მონაწილეობს ჩემპიონატში და დამოკიდებულია,მხოლოდ თქვენს კვალიფიციურ(თუ არა) ინფორმაციაზე. პირობითად:4-4-2 გაშიფრეთ ვინ არის ის 4 მცველი, ნახევარმცველი და ა.შემდეგ.ეს ნიუანსი თქვენს პროფესიონალიზმს პლიუსს შემატებს,ჩვენ კი მადლობელი დაგრჩებით
vax-vax
11:14 07-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული